თავდაცვის სამინისტრო

ხოშტარია თავდაცვაში შემცირებაზე: ეს არის სერიოზული დარტყმა თავდაცვისუნარიანობაზე

ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში აქტივისტები, ნათესავები დაასაქმა სახელმწიფო სამსახურებში, ძირითადად სსიპ-ებსა და აიპ-ებში. დღეს კი, ვითომდა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ნიშნად, ამცირებს მნიშვნელოვან უწყებებს და არანაირი გამჭვირვალობა არ არის, რომ ზუსტად ვიცოდეთ -პროფესიონალებს არ უშვებენ და დაჩაგრული ადამიანები გარეთ არ რჩებიან. თავდაცვაში ასეთი მასიური შემცირება არის თავდაცვისუნარიანობაზე სერიოზული დარტყმა, მით უმეტეს, რომ არ ყოფილა არანაირი ახსნა, როგორ არის ეს თავდაცვის ამოცანებთან თანხვედრაში და რა გავლენა ექნება ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, რომელიც უკვე სცდება ადმინისტრაციულ ხარჯებს. ეს არის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების საკითხი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად დავკავდებით.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თანამშრომლების შემცირებას ეხმაურება. ოფიციალური ინფორმაციით, უწყებამ 2 250 თანამშრომელი გაათავისუფლა, შედეგად კი 32 მლნ ლარამდე დაზოგა.

კომენტარები