ივანიშვილი და ხეები

ნოდია: საქართველო დღეს ივანიშვილის პირადი "დაჩაა"

პირველი მოქალაქის საყვარელი ხეების გადაადგილება საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოშლის ხარჯზე ობიექტურად არ არის ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა; მაგრამ სიმბოლურად ის ყველაზე კარგად გამოხატავს სიტუაციას, რომელშიც ვართ. ბოდიში, რომ ამ მეტაფორას ზედმეტად ხშირად ვიყენებ, მაგრამ მგონია, რომ ის ყველაზე კარგად აღწერს ჩვენს ვითარებას; საქართველო დღეს ბიძინა ივანიშვილის პირადი „დაჩაა“; საკუთარ დაჩაზე კი ხეების აქეთ-იქით გადარგვა ვინ უნდა დაუშალოს? ის გზები და რკინიგზაც ხომ მისია?

2012 წელს შეიძლებოდა მიხვედრა, რომ ბიძინას სწორედ ეს უნდოდა, მაგრამ გადაჭრით მაშინ ამის თქმა ძნელი იყო. აი, ვინც 2016 წელს ისევ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, ინფორმაცია ნამდვილად აღარ აკლდა. ესე იგი, ეს ხალხი თანახმაა, ბიძინას დაჩაზე იცხოვროს. შეიძლება, ზოგიერთ მათგანს ძალიანაც არ უხარია, რომ ასეა, მაგრამ მაინც ეგუება. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეა, მაგრამ ასეა. ამ ეტაპზე ბიძინამ თავისი დაჩა კანონიერად დაიმტკიცა, ჩვენ კი „ფეისბუქზე“ პროტესტის გამოხატვის სრული უფლება დაგვიტოვა.

კომენტარები