კანონი მოსმენების შესახებ

ფოფხაძე: სუს-ის მიმართ ნდობა ოპოზიციაშიც მექნება

მე სუს-ის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, ნდობა მექნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ვიქნები ოპოზიციაში.ეს არის დამოუკიდებელი სსიპ-ი, რომელიც მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელს დაუნიშნავს პრემიერი, იმოქმედებს იმ პროცედურების დასაცავად, რაც კანონითაა განსაზღვრული. ასეთი ფორმალური დაქვემდებარება შეიძლება, ბევრი მოიფიქროს ადამიანმა.თუ რაიმე საფრთხე არის სუს-ის კონკრეტულ უფლებამოსილებაში, ამაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ის, რომ სუს-ის რაღაცა დემონიზირება მოხდეს და სუს-ისგან შევქმნათ საზოგადოებისთვის საშიში რაღაც, ეს დაუშვებელია. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

კომენტარები