ეკლესიის დაფინანსება

კაპანაძე: ეკლესიის დაფინანსების არატრანსპარანტულობა ხელისუფლებას აწყობს

თეორემა/ტაბულა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების სისტემა გამჭვირვალე უნდა იყოს.

"მიმაჩნია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს, მეტი გამჭვირვალობა მოხდეს. დღეს არსებული დაფინანსების არატრანსპარანტული სისტემა და ქონების გადაცემის გაუმჭვირვალობა ქმნის იმ პრობლემებს, რაც დღეს სახეზე გვაქვს. ქმნის კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც ცალსახაა - ხელისუფლების და ეკლესიის მხრიდან ერთმანეთის საქმეებში ჩარევა. ამ ქონებრივ ტრანზაქციებს ემატება ინტერესთა გადაჯაჭვულობა, რომელიც იწვევს კორუფციულ გარიგებებს. როდესაც მსგავსი პროცესი მიდის, ჩნდება უფრო ფუნდამენტური საფრთხე იმისა, რომ აღარ იყოს გამიჯნული ეს ორი ხელისუფლება ერთმანეთისგან, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპია. გამჭვირვალობა, მეტი სიცხადის შეტანა შეიძლება იყოს გამოსავალი. იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არის მოწოდებით არაეფექტური, რომელსაც გააჩნია ასევე კორუფციული ინტერესები, ასეთი არატრანსპარანტული სისტემა მათ აწყობთ ძალიან და ხელს ითბობენ", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

კომენტარები