ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დააკავა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის უაქციზოდ რეალიზაცია. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო ნივთმტკიცების სახით. ბრალდებულისგან ასევე ამოღებულია ავტომანქანა, რითაც ის ახდენდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვას", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები