ქართული მაფია ესპანეთში

ABC: ბოლო ერთი წლის მანძილზე ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

elconfidencial

ესპანური ABC-ის ცნობით, ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა. როგორც გამოცემა წერს, დაკავებულები "ქართული მაფიის" წევრები არიან. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება 2016 წლის მარტში დაიწყო და სპეცოპერაციები მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესსა და ბარსელონაში ჩატარდა. ამოღებულია 600-მდე საიუველირო ნაკეთობა, 13 000 ევრო, ელექტრონული მოწყობილებები და ბინის გატეხვისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში. მათივე ცნობით, ამ სპეცოპერაციისა და დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გაიხსნა. 

ესპანეთის პოლიცია სპეციალურ გამოფენასაც მოაწყობს, სადაც დაზარალებულები საკუთარი ნივთის ამოცნობას შეძლებენ.

კომენტარები