საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებული სიგარეტი DUBAO-ს აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია მოახდინა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა, ხოლო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.