დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა

ტრამპი: როდესაც NATO-ს მოძველებული ორგანიზაცია ვუწოდე, მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში CNN-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში NATO-ს მოძველებული ორგანიზაცია იმიტომ უწოდა, რომ "იმ დროს ბევრი რამ არ იცოდა NATO-ზე".

"როდესაც NATO-ს მოძველებული ორგანიზაცია ვუწოდე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანსზე კითხვა დამისვეს. მე მხოლოდ ორი სიტყვით ვუპასუხე, რომ ალიანსი მოძველდა, რადგან მაშინ NATO-ზე ბევრი რამ არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი. მაშინ მე მთავრობაში არ ვიყავი", - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ორი კვირის წინ აღნიშნა, რომ NATO მოძველებული ორგანიზაცია აღარ არის.

კომენტარები