უკრაინის კონფლიქტი

უკრაინაში ნაღმის აფეთქებას ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ის აღარ ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თადარგის ოფიცერი იყო და უკრაინაში მოხალისედ იყო წასული, შესაბამისად, მათ დეტალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ არ აქვთ.

თადარიგის ოფიცერი დავით მაყაშვილი, რომელიც დაღუპულ ჯარისკაცთან ერთად იბრძოდა, რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მისი თანამებრძოლი ნაღმის აფეთქებას შეეწირა. მისივე ცნობით, დაღუპულ ჯარისკაცს 3 დღეში კიევში გადაასვენებენ, ხოლო შემდეგ კიევიდან საქართველოში.

 

კომენტარები