ყალბი აქციზური მარკა

46 000 ყალბი ქართული აქციზური მარკის დამზადება-გასაღებისთვის სამი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ ბრალდებულები ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე - 2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც 9 - დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები