ქართველები სირიაში

სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

პანკისის ხეობა
რადიო თავისუფლება

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ინფორმაციას ასევე ადასტურებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში მცხოვრები ბაღაკაშვილის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, ბაღაკაშვილი სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ კი, მათ გვიან ღამით მიიღეს. 

მუხმად ბაღაკაშვილი სირიაში 19 წლის ასაკში წავიდა და ის ტერორისტულ ორგანიზაციაში ირიცხებოდა. 

სირიაში სულ 20-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები