ქართველები სირიაში

სირიაში ლოპოტას სპეცოპერაციის მონაწილე, პანკისელი გიორგი კუშტანაშვილი მოკლეს

http://eaworldview.com/

სირიაში ერთ-ერთი გავლენიანი პანკისელი საველე მეთაური მოკლეს. 39 წლის გიორგი კუშტანაშვილი იგივე ფეიზულ მარგოშვილი და სალაჰუდინ შიშანი 2012 წელს ლოპოტას სპეცოპერაციაშიც ფიგურირებდა. არსებული ინფორმაციით, კუშტანაშვილმა სპეცოპერაციის შემდეგ საქართველოს ტერიტორია ვალეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა და თურქეთში გადავიდა.

2015 წელს სსალაჰუდინ შიშანი და მისი მომხრეები შეუერთდნენ "ჯებჰატ ალ ნუსრას“, რომელიც იბრძვის როგორც სირიის ხელისუფლების, ისე ე.წ.ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 26 პანკისელი ემსხვერპლა.

კომენტარები