დაკავებული რეპერის მიშკა მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.
მგალობლიშვილს და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ქებურიას ნარკოტიკული საშუალებას MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. როგორც შსს ამბობს, ქებურია ბრალს აღიარებს.
მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პაროდიულ-სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიას" წევრები არიან.
ახლობლები ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი "ჩაუდეს" და დაკავება "ბირჟა მაფიას" რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოკლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.