თბილისის მერია

პეკინის ქუჩა შესაძლოა ცალმხრივი გახდეს

panoramio.com

პეკინის ქუჩა შესაძლოა ცალმხრივი გახდეს - ტაბულას ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს. საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხს ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილავენ და დასკვნა 1 თვეში გახდება ცნობილი.

"ამ თემაზე გუშინ და გუშინწინ რამდენჯერმე ისაუბრა სამსახურის უფროსმა. მან აღნიშნა, რომ დავაკვირდებით ერთი თვის განმავლობაში და დაახლოებით 1 თვის შემდეგ ვიტყვით ჩვენს შეხედულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. არის ასეთი მოსაზრება, მათ შორის მოქალაქეების მხრიდან. განვიხილავთ, უნდა მოხდეს ამ საკითხის გაანალიზება პროფესიულ დონეზე", - უთხრეს ტაბულას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

თბილისის მერიამ პეკინის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია 16 მაისს დაიწყო. თბილისის მერის თქმით, პროექტი მაქსიმუმ 10 სექტემრამდე გაგრძელდება.

კომენტარები