პორტუგალიელი ფეხბურთელი და რეალ მადრიდის თავმდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სუროგატი დედის საშუალებით ტყუპის მამა გახდა. კრიშტიანუმ ტყუპებს მატეო და ევა დაარქვა.
"ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი ორი ახალი სიყვარული ხელში მეკავოს", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 32 წლის ფეხბურთელს 22 წლის შეყვარებული და 7 წლის შვილი - კრიშტიანუ რონალდუ უმცროსი ჰყავს.