კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 38 წლის ასაკში ნაკრებში 10 გოლი გაიტანა

კრიშტიანუ რონალდო
Goal.com

კრიშტიანუ რონალდუ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 38 წლის ასაკში, ნაკრების მაისურით 10 გოლი გაიტანა.

რეკორდი ფეხბურთელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პორტუგალიისა და ლიხტენშტეინის შეხვედრაში დაამყარა, როდესაც 47-ე წუთზე გოლი გაიტანა.

რონალდუ ბელგიელ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუსთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბომბარდირია. ორივე ფეხბურთელს 10-10 გოლი აქვს გატანილი.

2022 წელს რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.

კომენტარები