BGEO ჯგუფი

BGEO ჯგუფი ორად იყოფა

საქართველოს ბანკი

BGEO ჯგუფმა დღეს გამოქვეყნებული განცხადებით (PDF დოკუმენტი) კომპანიის ორად გაყოფის შესახებ განაცხადა. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი ორ ნაწილად - საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაიყოფა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გაყოფა მას მეტ მოქნილობას მიანიჭებს და მომავალი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. 

BGEO-ს საინვესტიციო ბიზნესში გადავა სადაზღვევო კომპანია Aldagi. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს კახა კიკნაველიძე შეინარჩუნებს. BGEO ჯგუფის არააღმასრულებელი თავმჯდომარე ნილ ჯანინი საქართველოს ბანკის არააღმასრულებელ თავმჯდომარედ გადაინაცვლებს.

BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესი ასე გადანაწილდება:

  1. GHG - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ჯგუფი სამედიცინო კორპორაცია ევექსს ფლობს.
  2. GGU - (GWP-ის მფლობელი კომპანია), კომპანია ასევე ფლობს ენერგეტიკულ პროექტებს.
  3. სამშენებლო კომპანია m2.
  4. BGEO-ს წილი თელიანი ველიში.

BGEO-ს გაყოფის შედეგად, BGEO-ს საინვესტიციო კომპანიას საქართველოს ბანკის 9.9%-იანი წილი დარჩება.

 

კომენტარები