2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სარეალიზაციოდ სულ $91.5 მილიონი დოლარის ღირებულების მობილურები შემოვიდა, ამის შესახებ საქტსტატის ანგარიშიდან გახდა ცნობილი.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მობილურების (მათ შორის სმარტფონების) იმპორტი 41%-ით არის გაზრდილი. ბრენდების მიხედვით წელს ქვეყანაში შემოტანილი მობილურების ზუსტი სტატისტიკა ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით ქვეყანაში ყველაზე მეტად Samsung-ის მობილურებია გავრცელებული.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბრენდების რეიტინგი:
- Samsung - 28.1%
- Nokia/microsoft - 25.1%
- Apple - 9.2%
- Huawei - 7.7%
- Lenovo - 4.8%
- Quectel - 3.4%
- TCT - 2.5%
- Sony/Erricson - 2.4%
- LG - 1.7%
- HTC - 1.5%
- სხვა - 13.6%
ქვეყანაში არსებულ მობილურ ოპერატორებში 5.5 მილიონი ნომერი (აბონენტი) რეგისტრირებული, რაც ერთ მოსახლეზე 1.48 ნომერს ნიშნავს.