ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, მძიმედ დაშავდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, სუპერმარკეტზე თავდასხმისას.
"დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი" - წერს ჰამბურგის პოლიცია Twitter-ზე და აღნიშნავს, რომ ინციდენტი ფულსბუტლერისა და ჰერმან-კაუფმანის ქუჩის კუთხეში მოხდა.
თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.