მიხეილ სააკაშვილი

პროკურატურამ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით პოლონურ მხარეს მიმართა

Ukraine Today

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. 

"მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა,"- აცხადებს პროკურატურა. 

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.

23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რა დროსაც ის აშშ-ში იმყოფებოდა. 

კომენტარები