ავტოავარია

ბახმაროში ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

Getty Images

ბახმაროში ავტომობილის დაჯახების შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ქვეითს ტროტუარზე დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

კომენტარები