facebook, snapchat, viber, watsapp, telegram, instagram, skype და კიდევ სხვა მრავალი აპლიკაცია მომხმარებელბს შეტყობინებების გაგზავნის უფასო სერვისს სთავაზობს. ეს კი ბაზარზე დაახლოებით 20 წლის წინ დამკვიდრებულ ფასიან სერვისს - SMS-ს ავიწროვებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, რამდენიმე წელია რაც ქვეყანაში გაგზავნილი sms-ების რაოდენობა მცირდება. ამავდროულად, მცირდება სატელეფონო ოპერატორების sms შემოსავლები. ამასთანავე ოპერატორები უფასო სერვისების მხრიდან გაზრდილი კონკურენციის საპასუხოდ sms-ების ტარიფების დაწევას ცდილობენ.
რეკორდული რაოდენობის, 562 მილიონი sms ქვეყანაში 2014 წლის იანვარში გაიგზავნა, ამ თვეში მობილური ოპერატორების შემოსავლები sms-იდან 3.2 მილიონი ლარი იყო. 2017 წლის იანვარში ქვეყანაში 465 მილიონი sms გაიგზავნა და მისგან ოპერატორებმა 2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ეს 3 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. 2017 წლის ივლისში კი სულ 344 მილიონი sms გაიგზავნა, რაც 3 წლის წინანდელთან შედარებით 33%-ით ნაკლებია.