ავტოავარია

თურქეთში ავტობუსის ამოტრიალების შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

https://www.dailysabah.com

თურქეთში ავტობუსის ამოტრიალების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. შემთხვევა ანკარა-კონიას მაგისტრალზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსის მძოღლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, სავალი ნაწილდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. თურქეთის მთავრობის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაზუსტებულია, რომ ავტოავარიის დროს გარდაცვლილთა შორის, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის. წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არც დაშავებულთა შორის არ არიან. საგარეო უწყება დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას კვლავ ამოწმებს. 

კომენტარები