თბილისის მერია

15 სექტემბრამდე, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

დღეს, 23:00 საათიდან 15 სექტემბრის 08:00 საათამდე, წურწუმიას ქუჩაზე საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერია მიზეზად საგზაო სამუშაოებს ასახელებს.

„კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა.ზურაბიშვილის ქუჩების) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს.

ამ პერიოდში დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბიშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება“ , - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები