თბილისის მერია

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მიკროავტობუსი

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპთან დაკავშირებით ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

ტრანსპორტის მოძრაობა 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 23:00 საათამდე ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე შეიზღუდება. 

როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ - 26 მაისის მოედნისკენ განაგრძობს გადაადგილებას.

ასევე, 5 სექტემბრის 23:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ცინცაძე-პეკინი-ჭაბუკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, პეკინის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ტრანსპორტი შეუხვევს ბახტრიონის ქუჩაზე, საიდანაც ამირეჯიბის გზატკეცილით გმირთა მოედანს დაუკავშირდება. 

პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

კომენტარები