ნიუ-იორკის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ 16 წელი გავიდა. 16 წლის წინ, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე ალ-კაიდას მიერ გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი "ბოინგ 757" ნიუ-იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (ე.წ. ტყუპები) ერთ-ერთ კოშკს გამიზნულად დაეჯახა. 18 წუთის შემდეგ კი კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავი "ტყუპების" მეორე ცათამბჯენს დაეჯახა, რაც მსოფლიომ პირდაპირ ეთერში ნახა.
tbl.ge/2hwi
დაკოპირდა