თბილისის მერია

მერია: ახალი გაჩერების მოსაწყობად ერთი ხის მოჭრა გახდა საჭირო

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე ახალი გაჩერების მოსაწყობად ერთი ნეკერჩხლის მოჭრა გახდა საჭირო, თუმცა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 1600 ხე-მცენარე დაირგვება.

"პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში მდებარე გაჩერება მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლებს. შშმ პირთათვის მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პანდუსი. ახალი გაჩერება მოეწყობა პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებულ უსაფრთხოების ახალ კუნძულზე. ორივე გაჩერება ერთ კვადრატში მოექცევა და ქვეითთა გადასასვლელებიც შესაბამისად დაიხაზება.
ახალი გაჩერების მოსაწყობად ტერიტორიაზე ერთი ძირი ნეკერჩხლის მოჭრა გახდა საჭირო. პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაირგვება 1 600 ხე-მცენარე, მათ შორის, ყველა იმ ადგილას, სადაც ადრე ჭადრის ხეები იყო, კვლავ ჭადრები დაირგვება", - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები