ვლადიმირ პუტინი

პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობით ბრეჟნევს გაასწრო

Getty Images

1999 წლის 9 აგვისტოს დაბადებულები უკვე სრულწლოვნები არიან, სწორედ 6613 დღის წინ, დიდ პოლიტიკაში შედარებით გამოუცდელი, ყოფილი ჯაშუში ვლადიმირ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრი გახდა.

პუტინი თვრამეტ წელზე მეტია რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაშია. მან სრული ძალაუფლება 1999 წლის 30 დეკემბერს მოიპოვა, როდესაც გადამდგარი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაანაცვლა. პუტინი პრეზიდენტის ვადებზე საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო 2008-2012 წლებში რუსეთის პრემიერმინისტრი იყო, 2012 წლიდან კი ისევ პრეზიდენტის პოსტზეა.

პუტინმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით ლეონიდ ბრეჟნევსაც გაასწრო, რომელიც საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი 1964 წლის 14 ოქტომბრიდან 1982 წლის 10 ნეომბრამდე, 6602 დღის განმავლობაში იყო.

კომენტარები