ზაჰესის ხიდი

ნარმანია ზაჰესის ხიდზე: ხიდი უსაფრთხოა

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, "ზაჰესის ხიდის სათავე ნაწილში გასკდა მაღალი წნევის წყლის მილი, რამაც ხიდთან შესასვლელი გზის ნაწილი დააზიანა". თბილისის მერმა აღნიშნა, რომ თავად ხიდს "რაიმე სახის პრობლემა" არ შექმნია.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი და მერიის კეთილმოწყობის სამსახური ადგილზეა, რათა მოკლე ვადაში მოხდეს აღნიშნული დაზიანების აღდგენა. ამის შემდეგ, ხიდზე მოძრაობა აღდგება" - თქვა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ "ხიდი უსაფრთხოა".

ზაჰესის ხიდი რამდენიმე საათის წინ ჩაინგრა. ხიდთან მისასვლელი გზა ზაფხულშიც დაზიანდა. 

ზაჰესის ხიდი ხუთი თვის წინ გაიხსნა. თბილისის მერიას მისი რეაბილიტაცია 3 999 999 ლარი დაუჯდა.

კომენტარები