კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კასადო: თუ პუჩემონტი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს

Lluis Gene/AFP/Getty

ესპანეთის სახალხო პარტიის სპიკერმა კატალონიის პრემიერი კარლოს პუჩემონტი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში მკაცრი საპასუხო შედეგების შესახებ გააფრთხილა და თქვა, რომ რომ შესაძლოა ის კატალონიის ისტორიული ლიდერის, ლუის კომპანისის მსგავსად ციხეში აღმოჩნდეს.

"ყველა, ვინც ამას [დამოუკიდებლობას] გამოაცხადებს ისე დაასრულებს, როგორც ის, ვინც ეს 83 წის წინ სცადა" თქვა პაბლო კასადომ. ის ლუის კომპანისის მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას გულისხმობდა, და ხაზი გაუსვა, რომ შედარებაში კომპანისის 1934 წელს დაპატიმრებას გულისხმობდა და არა გენერალ ფრანკოს პოლიციის მიერ მის წამებას და მოკვლას.

პაბლო კასადოს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ პუჩემონტს, თუმცა მან კატალონიის პრემიერი გააფრთხილა, რომ ესპანეთში აჯანყებისაკენ მოწოდება 15 წლიანი პატიმრობით ისჯება, ხოლო სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანყება 25 წლით.

მოსალოდნელია, რომ კარლოს პუჩემონტმა დამოუკიდებლობა დღეს 6 საათზე გასამართ კატალონიის რეგიონული პარლამენტის სესიაზე გამოაცხადოს.

კომენტარები