კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს წინაშე კატალონიის 15 ყოფილი ლიდერი უნდა გამოცხადდეს

Aurore Belot/AFP/Getty Images

კატალონიის გადაყენებული რეგიონული მთავრობის ლიდერები ესპანეთის უმაღლეს სასამართლოში დღეს უნდა გამოცხადდნენ. რეგიონის ყოფილი პრეზიდენტის, კარლოს პუჩემონტის გარდა აჯანყების და ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით სასამათლოში რეგიონის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, კატალონიის პარლამენტის სპიკერი და კიდევ 12 ყოფილი თანამდებობის პირია დაბარებული.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი მათგანი გამოცხადდება, თუმცა პუჩემონტმა, რომელიც ბელგიაში იმყოფება, უკვე განაცხადა, რომ სასამართლო წინაშე არ გამოცხადდება.

"ეს არის პოლიტიკური სასამართლო პროცესი", "მას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი და მხოლოდ იდეების დასჯას ემსახურება" განაცხადა მან. პუჩემონტის თქმით ის ესპანეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მას და მის კოლეგებს სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარების გარანტიას მისცემენ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეები გადაწყვეტენ დაიწყება თუ არა გამოძიება და რა დაეკისრებათ ბრალდებულებს გამოძიების პროცესში. სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს პირობითი ვალდებულების სახით პარასკევამდე 6.2 მილიონი ევროს დეპოზიტი უკვე დააკისრა.

სასამართლოში გამოუცხადებლობის შემთხევაში სასამართლომ შესაძლოა მათი დაკავების ბრძანებაც გასცეს.

 

კომენტარები