კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კარლოს პუჩემონტმა კატალონია დატოვა და ადვოკატთან ერთად ბრიუსელში იმყოფება

AFP/Getty

ესპანეთის მთავარი პროკურორის მიერ ამბოხების, აჯანყებისაკენ მოწოდების და საჯარო რესურსების არასწორი გამოყენების ბრალდებების წაყენებამდე რამდენიმე საათით ადრე კარლოს პუჩემონტმა და მისი გადაყენებული კაბინეტის რამდენიმე წევრმა ქვეყანა დატოვეს და ამჟამად ბრიუსელში იმყოფებიან.

პუჩემონტმა ბელგიელი ადვოკატი, პოლ ბეკაერტი დაიქირავა, რომელიც წარსულში ბასკურ სეპარატისტულ ჯგუფ ეტას იცავდა, რომელთა ტერორისტულ კამპანიას 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ადვოკატის თქმით მისი კლიენტი ბელგიაში პოლიტიკური თავშესაფრის საძებნელად არ იმყოფება და ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიაზე პირდაპირი კონტროლი ორშაბათს გაავრცელა და გადაყენებული თანამდებობის პირები ჩაანაცვლა.

ოფიციალურმა მადრიდმა რეგიონის ავტონომია დროებით შეაჩერა და რეგიონული მთავრობის დასანიშნად არჩევნების დანიშვნას აპირებს.

კომენტარები