კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

Getty Images

70 მომხრე, 10 წინააღმდეგი - კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტი 135 წევრით არის დაკომპლექტებული. 

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, მარიანო რახოიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და კატალონიაში კანონის აღსრულებას დაპირდა. 

ესპანეთის მთავრობას 1978 წლის კონსტიტუციის 155-ე მუხლი აძლევს უფლებას კრიზისის პირობებში ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა გაავრცელოს, თუმცა ოფიციალურ მადრიდს ეს არასდროს გამოუყენებია. ახლა ესპანეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გამოიყენებს თუ არა ამ უფლებას.

ეს მადრიდს საშუალებას მისცემს, დაითხოვოს კატალონიის ლიდერები და რეგიონის ფინანსებსა და პოლიციაზე კონტროლი დაამყაროს. 

ესპანეთში კრიზისი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

ესპანეთის მთავრობამ რეფერენდუმის პოლიციის ძალით ჩაშლა სცადა, რამაც კატალონიელთა პროტესტი გამოიწვია. 

მოგვიანებით ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომიისა და პარლამენტის უფლებამოსილების გაუქმების, გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები