კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

მარიანო რახოი კატალონიას: გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა თუ არა?

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, მარიანო რახოიმ საგანგებო სხდომაზე საუბრისას თქვა, რომ მისი მთავრობა კატალონიის ლიდერს მიმართავს კითხვით, გამოაცხადა თუ არა რეგიონმა დამოუკიდებლობა.

"მნიშვნელოვანია, რომ სიწყნარეს და ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს." "კაბინეტი შეთანხმდა, რომ კატალონიის მთავრობას ფორმალურად მოსთხოვოს დასტური იმის შესახებ, გამოაცხადა თუ არა მან დამოუკიდებლობა." "კატალონიის პრეზიდენტისაგან მიღებული პასუხი განსაზღვრავს მომდევნო დღეებში მოვლენების განვითარებას." თქვა რახოიმ სატელევიზიო გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიის რეგიონულ პარლამენტში გამოსვლისას კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა, თუმცა მისი იმპლემენტაცია შეაჩერა იმისათვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს.

პუჩემონტმა კატალონიის რეგიონული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ კატალონიამ დაიმსახურა დამოუკიდებლობა მადრიდისაგან, თუმცა მას სურს განმუხტოს დაძაბულობა და ამიტომ პარლამენტმა დამოუკიდებლობის ოფიციალური გამოცხადება დროებით უნდა გადადოს და ოფიციალურ მადრიდთან დიალოგი დაიწყოს. მას არ დაუკონკრეტებია რა სახე ექნება მოლაპარაკებებს და ვინ იქნება მედიატორი.

კომენტარები