საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში ჯამში 294.7 მილიონი ლარი გადაიხადა (მოცემულია დღგ-სა და აქციზის გარეშე) გადაიხადა, ეს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.3 მილიონით, ანუ 7%-ით მეტია.
ეს 294 მილიონი ლარი კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
- მაგთი - 135.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 8.9%
- ჯეოსელი - 108.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 7%
- ბილაინი - 48.7 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 2%
- სილქნეთი - 729 ათასი ლარი, კლება წინა წელთან 17.4%
კომპანიების რეიტინგი აბონენტების მიხედვით:
- მაგთი - 1 997 546 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 0.1%
- ჯეოსელი - 1 803 420 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 3.2%
- ბილაინი - 1 290 582 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 8.5%
- სილქნეთი - 22 162 აბონენტი, კლება წინა წელთან 17%
ამ აბონენტებმა 2017 წლის რვა თვეში 3.8 მილიარდი სატელეფონო ზარი განახორციელეს და 2.8 მილიარდი sms გააგზავნეს.