ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარე ჩხირიმელა ადიდდა და სოფლის გზის ნაწილი წაიღო. გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს. შედეგად, ამ გზით გადაადგილება შეუძლებელი გახდა.
აღდგენითი სამუშაოების დაწყება ძლიერი წვიმის გამო ვერ ხერხდება, თუმცა, როგორც ხარაგაულის გამგებლის მოადგილე "რუსთავი 2"- თან ამბობს, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
ადგილობრივი მოსახლეობა გადაადგილებას შემოვლითი გზებით ცდილობს. თუმცა, "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემოვლითი გზები, რომელიც ხარაგაულს გარესამყაროსთან აკავშირებს, ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.