კატალონიის რეფერენდუმი

კვირიკაშვილი: მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს

გიორგი კვირიკაშვილი

"საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერირორიულ მთლიანობას" -. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისრტი გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს, ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას." - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

რამდენიმე კვირის წინ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირა

კატალონიის ავტონომიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საპასუხოდ ესპანეთის სენატმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კი კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. რახოიმ ეს გადაწყვეტილება სენატის მიერ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შემდგომ მიიღო. "ამ ნაბიჯით კატალონიაში სტაბილურობა აღდგება",- განაცხადა რახოიმ.

კომენტარები