თბილისის მერია

კალაძე: ყვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი

ვიყავი მეტროში, ვნახე ავტობუსების მდგომარეობაც. კიდევ ერთხელ, აშკარად ჩანს, ყვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი, კომფორტი შევუქმნათ მაცხოვრებლებს. ძალიან დიდი სხვაობაა ახალ, ლურჯ ავტობუსებსა და ყვითელ ავტობუსებს შორის, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ძალიან მალე განვახორციელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ავტობუსებით

თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ყვითელი ავტობუსით იმგზავრა.

კომენტარები