მშენებლობები თბილისში

კალაძე დეველოპერებს: შვილები გვეზრდება, ამ ქალაქში სუნთქვა შესაძლებელი უნდა გახდეს

მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.

მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს...  თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიც თქვენი როლი მნიშვნელოვანია.

კომენტარები