თბილისის მერია

"ვიქნები ძალიან მომთხოვნი" - კალაძემ გამგებლების განახლებული შემადგენლობა წარადგინა

Kakha Kaladze/Fb.com

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის გამგებლების განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

"თქვენ გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველა წინაპირობა საქმის კეთებისთვის, თუმცა, ამავდროულად ვიქნები ძალიან მომთხოვნი თითოეული მათგანის მიმართ და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეების და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას" - თქვა კალაძემ.

  • საბურთალოს რაიონი - გაიოზ ვასაძე;
  • ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე (პოსტი შეინარჩუნა).
  • ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე (პოსტი შეინარჩუნა).
  • დიდუბე - ირმა ზავრადაშვილი (პოსტი შეინარჩუნა).
  • ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე (პოსტი შეინარჩუნა).
  • კრწანისი - ლევან ჯაფარიძე;
  • გლდანი - ბექა მიქაუტაძე. (საბურთალოს ყოფილი გამგებელი).
  • მთაწმინდა - დავით კირკიტაძე;
  • ისანი - კახა ლაბუჩიძე;
  • სამგორის რაონი - დავით კერესელიძე;

თბილისის მერია გამგებლების კანდიდატურებს დღესვე გაუგზავნის თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად.

"თქვენი წარმატებები არის მერიის, ჩვენი დედაქალაქის წარმატება. ერთად შევუდგეთ საქმიანობას" - თქვა კალაძემ.

კომენტარები