მგელი მაყაშვილის ქუჩაზე

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს

screenshot from IPN

14 ნოემბერს, ღამით, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დაუდასტურეს.

მგელი მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობამ შეამჩნია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს აცნობა. სამსახურმა მგლის დაჭერა და იზოლირებულ ადგილზე გადაყვანა სპეციალური შპრიცსასროლი თოფის გამოყენების შემდეგ შეძლო.

მგელს მუნიციპალურ თავშესაფარში შესაბამისი კვლევები და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა. მას დღესვე გაუშვებენ შესაბამის ბუნებრივ არეალში.

კომენტარები