ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ბიჭს მეზობელი მანქანით დაეჯახა. მძღოლი პოლიციაში გამოცხადდა და გუშინვე დაიკითხა.
ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმების განმარტებით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.