კონცერტი ისრაელში

ნიკ ქეივი როჯერ უოტერსს: ვდგავარ იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც მუსიკის ცენზურა უნდათ

pitchfork.com

2017 წლის თებერვალში ნიკ ქეივმა ევროპის ტურნე დაანონსა, მათ შორის ისრაელშიც. რამდენიმე არტისტმა, როჯერ უოტერსის ხელმძღვანელობით ქეივის მიერ ისრაელში დაგეგმილ კონცერტს ღია წერილით უპასუხა, რომელშიც მომღერალს მოუწოდეს, რომ ისრაელში კონცერტი არ ჩაეტარებინა.

ნიკ ქეივმა გუშინ, 19 ნოემბერს პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც როჯერ უოტერსსა და არტისტებს უპასუხა.

"დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, მე დავურეკე ჩემს ხალხს და ვუთხარი, რომ ჩვენ ვაკეთებდით ევროპის ტურნესა და ისრაელს, იმიტომ რომ უეცრად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, დადგე იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც მუსიკოსების გათიშვა და შევიწროება უნდათ, რომლებსაც უნდათ, რომ მუსიკოსებს ცენზურა დაადონ და გააჩუმონ. მე მიყვარს ისრაელი და მინდა, რომ პრინციპული პოზიცია მქონდეს ყველა ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მუსიკოსების გაჩუმებას და ცენზურას ეცდება. დიახ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთი მხრივ BDS-მა გადამაწყვეტინა ისრაელში კონცერტი გამემართა." - თქვა ნიკ ქეივმა.

ნიკ ქეივი ისრაელში კონცერტს დღეს, 20 ნოემბერს და ხვალ, 21 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები