პატრიარქის აღსაყდრების იუბილე

დედოფალმა ელიზაბეტმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

დედოფალი ელიზაბეტ II
flickr

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

"სიამოვნებით ვუგზავნი საქართველოს პატრიარქს ჩემს გულითად მოლოცვას. დიდი სითბოთი ვიხსენებ თქვენს ვიზიტს ლონდონში, 2011 წელს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის გრძელდება და იზრდება მჭიდრო ურთიერთობა. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას," - ნათქვამია ელიზაბეტ მეორეს მილოცვაში, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრეცელებს.

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციიდან 40 წელი გავიდა. 25 დეკემბერი ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 

კომენტარები