უკანასკნელი ინფორმაციით ქაბულში ინტერკონტინენტალის სასტუმროზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგაც 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 14 უცხოელი და 4 ავღანელი. სამივე თავდამსხმელი ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.
გარდაცვლილებს შორის 9 უკრაინის, ერთი გერმანიის, ერთი საბერძნეთის და ერთი ყაზახეთის მოქალაქეა.
ავღანეთის ავიახაზების განცხადებით გარდაცვლილებს შორის მათი თანამშრომლებიც არიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ათობით უცხოელი დამპყრობელი და მათი მარიონეტები გაანადგურეს.
თვითმხილველების თქმით ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათზე შეიარაღებული პირები სასტუმროს რესტორანში შეიჭრნენ და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანეს. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავღანეთის ძალებთან ერთად სასტუმროსთან აშშ-ის სამხედრო ტექნიკაც იყო მობილიზებული.
თავდასხმამდე ორი დღით ადრე აშშ-ის საელჩომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ სასტუმროებზე თავდასხმა იყო მოსალოდნელი.