ოჯახური კონფლიქტი

წყნეთის ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს, ერთი ადამიანი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთი მათგანი დაშავდა. ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსის თამარ მელიას თქმით, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი.

"შემოვიდა შეტყობინება, რომ გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა, მაგრამ ამ დროისთვის სიწყნარეა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. როგორც გვითხრეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია“, - განაცხადა თამარ მელიამ ინტერპრესნიუსის ცნობით და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პირს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

გუშინ გვიან ღამით, წყნეთის ქუჩაზე პოლიცია იყო მობილიზებული და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

კომენტარები