კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის, არის ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დაწესება. თბილისის მოსახლეობა და სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა, ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს.
tbl.ge/2qrf
დაკოპირდა
თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- რამდენი მილიონი ლარი დაუჯდებათ ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვა?
- ID ბარათი და ჰიგიენური პირობები - მერიის მოთხოვნები ტაქსის ლიცენზირებისთვის
- კალაძე: ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი, ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით
- მერია: ყველა ტაქსის, რომელიც ულიცენზიოდ იმოძრავებს 200 ლარით დავაჯარიმებთ
- ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვების აღება მოუწევთ