კომუნიკაციები

გახდება თუ არა სილკნეტი კომუნიკაციის ბაზრის ყველაზე დიდი მოთამაშე

Reuters

დღეს ცნობილი გახდა, რომ სილკნეტი ჯეოსელს ყიდულობს, რის შედეგადაც ჯეოსელის 1.7 მილიონი აბონენტი სილკნეტის მომხმარებელი გახდება. აღნიშნული გარიგება საქართველოს კომუნიკაციების ისტორიაში უმსხვილესია და ის $153 მილიონი ჯდება. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე დიდი მობილური ოპერატორი არის მაგთი, რომელსაც 1.9 მილიონი აბონენტი ჰყავს, მეორე ადგილზე 1.7 მილიონი აბონენტით ჯეოსელია. სხვა ბაზრები, რომელზეც მაგთი და სილკნეტი არიან წარმოდგენილი შემდეგია: ინტერნეტის ბაზარი, საკაბელო ტელევიზია და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება. ყველა ამ სერვისზე მაგთის 2.68 მილიონი აბონენტი ჰყავს, სილკნეტს (ჯეოსელის ჩათვლით) 2.52 მილიონი აბონენტი. შესაბამისად, ჯეოსელის შესყიდვის შემდეგ, სილკნეტის აბონენტების რაოდენობა მაგთიზე მცირე იქნება.

კომენტარები