ლაღიძის წყლები

მერიამ რუსთაველზე ლაღიძის წყლისა და სახაჭაპურის აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო

flickr.com

ტაბულას თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ რუსთაველის გამზირზე ლაღიძის წყლების დაბრუნებასთან დაკავშირებით, მათ შენობის არსებულ მფლობელთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვთ. რუსთაველის 24-ში ახლა მაღაზია Next-ი მდებარეობს, უცნობია რა დაუჯდება თბილისის ბიუჯეტს ქალაქის ცენტრში კომერციული ფართის გამოსყიდვა და მისი ლაღიძის წყლებისთვის გადაცემა.

გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძეს რუსთაველზე ლაღიძის წყლებისა და სახაჭაპურის აღდგენა 2017 წლის 1 დეკემბერს, სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისის" გახსნაზე დაავალა. 

"იქნებ გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი, და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ტურისტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ახსოვს და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან და აი ამ ადგილთან, მათთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს კვირიკაშვილი.

ლაღიძის წყლები 


ფოტო: sputnik

 

კომენტარები