ტურიზმი

ბათუმში კიდევ ერთი Marriott-ი აშენდება

propertygeorgia

სამშენებლო კომპანია Alliance Group ბათუმში ააშენებს 54-სართულიან შენობას, სადაც პირველ 12 სართულზე Marriott-ის სასტუმრო განთავსდება.

ახალი პროექტის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა აკაკი სონგულიამ Property Georgia-სთან ისაუბრა. ეს საქართველოში მერვე, ხოლო ბათუმში კი მეორე Marriot-ი იქნება.

Alliance Group-ი 54-სართულიან შენობას 2020 წელს დაასრულებს, 160-ნომრიანი სასტუმროს გახსნა კი 2021 წელს იგეგმება. ბათუმის ახალი Marriot-ის მმართველი ამერიკული "მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი" იქნება. "ალიანს ჯგუფი" პროექტში $80 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს.

ბათუმის პირველ Marriot-ის პროექტსაც Alliance Group-ი აშენებს და ის 2019 წელს გაიხსნება.


ფოტო: facebook.com/pg/AllianceBatumi

საქართველოში Marriot-ის და მისი კუთვნილი ბრენდების სასტუმროები შემდეგია:

  • თბილისი მარიოტი
  • ქორთიარდ მარიოტი თბილისში
  • ქორთიარდ მარიოტი ბათუმში (მშენებარე)
  • ავტოგრაფ კოლექშენი - სოლოლაკზე (მშენებარე)
  • ავტოგრაფ კოლექშენი - თავისუფლების მოედანზე (მშენებარე)
  • პარაგრაფი - შეკვეთილში (გაზაფხულზე გაიხსნება)
  • მოქსი - თბილისში (მშენებარე)

კომენტარები